რეგისტრაცია

მოკლე ინსტრუქცია

  • ავტორიზაციისათვის სრულყოფილად შეავსეთ ველები - პირადი ნომერი (საქარველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის მიხედვით) და გვარი.
  • ავტორიზაციის გავლის შემდეგ სისტემა ელექტრონული განაცხადის შესაბამის ველებში ავტომატურად სვამს თქვენს პერსონალურ მონაცემებს (სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, სქესი).
  • სასურველია შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ.ფოსტა.
  • თქვენი შეხედულებისამებრ აირჩიეთ გამოცდის თარიღი და დრო (საათი).
  • თქვენი შეხედულებისამებრ მონიშნეთ პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველი (თქვენი თანხმობის საფუძველზე, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, სქესი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში).
  • შევსებული განაცხადის გაგზავნისთანავე ავტომატურ რეჟიმში ეკრანზე აისახება შეტყობინება თქვენი რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

იხილეთ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი
იხილეთ სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები
გისურვებთ წარმატებებს!